LVJU-ს ელექტრო სკუტერების ძრავის სიმძლავრე არის 3500 W შესაბამისად მას ჭირდება „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა. ხოლო 2014 წლიდან „ბ“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლებს შეეძლებათ „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებით
LVLU-ს ელექტრო სკუტერი შეძენის შემთხვევაში თქვენ ისარგებლებთ გამარტივებული გაფორმების რეჟიმით და მისი დათვალიერება მოხხდება ადგილზე, ჩვენს შოურუმში და არ მოგიხდებათ ელექტრო სკუტერის რუსთავში მომსახურების სააგენტოში წაყვანა
გარდა იმისა, რომ LVJU-ს ელექტრო სკურეტებს გააჩნიათ დიდი უპირატესობა ეკოლოგიის, ხმაურის და ადგილიდან აჩქარების კუთხით შიდაწვის ძრავიან სკუტერებთან შედარებით, ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიურობა, რაც საბოლოოდ აისახება საკმაოდ სოლიდურ თანხებში. კერძოდ, თუ თქვენ გყავთ ელექტრო სკუტერი და დღეში გადიხართ საშუალოდ 100 კილომეტრს, თქვენ შეძლებთ 24 თვის (2 წელი) მანძილზე თქვენს მიერ საწვავში, ძრავის ზეთში, ფილტრებში და სხვა მომსახურეობაში გაწეული დანახარჯებით ელექტრო სკუტერში გადახდილი თანხის „ამოღებას“. LVJU-ს ელექტრო სკუტერებს გააჩნიათ ევროპის სერთიფიკატი.
გადადით ელექტრო მოპედებზე და თქვენ მიიღებთ ფინანსურ სარგებელს დღეს და გარემოზე ზრუნვით სარგებელს მიიღებს მომავალი თაობაც.
LVJU-ს ელექტრო სკუტერების დამუხტვა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე „ჩვეულებრივი“ როზეტის მეშვეობით, დენის წყაროზე მიერთებით. ასევე შეიძლება აკუმულიატორის ამოღება და „სახლში“ დამუხტვა. ჩვენ ჩამოვიტანეთ დასამუხტი აპარატები და დაგეგმილი გვაქვს თბილისში მათი მოწყობა. ამჟამად ვმუშაობთ აღნიშნული დამმუხტველი აპარატის სატესტო რეჟიმში გაშვებაზე. თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ეტაპობრივად გაიხსნება სათადარიგო დამუხტული აკუმულიატორების პუნქტები, სადაც შეძლებთ თქვენი „დაცლილი“ აკუმულიატორის შეცვლას „დამუხტული“ აკუმულიატორით.