Online Purchase, Exchange and Return Policy

myscooter.ge

  1. პროდუქტის შერჩევა, განვადების წინასწარი განაცხადი და მიღება
  • myscooter.ge-ის ვებგვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეავსოს საბანკო განვადების წინასწარი განაცხადი.
  • განაცხადის დამტკიცების შემდეგ მომხმარებელი თავად ცხადდება კომპანიის ფიზიკურ შოურუმში პროდუქტის შესარჩევას და წამოსაღებად.
  • პროდუქტის საბოლოო შერჩევა, დათვალიერება და მიღება ხორციელდება შოურუმში, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს პირადად შეამოწმოს და შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი და მათ შორის მოდელის ფერიც.
  • პროდუქტის შერჩევისა და მიღებისას ფორმდება საგარანტიო შეთანხმება/მიღება-ჩაბარების დოკუმენტი, რომელზეც მომხმარებელი ხელმოწერით ადასტურებს, რომ თავად შეარჩია პროდუქტი, გაეცნო მის მახასიათებლებს, დაათვალიერა, შეამოწმა პროდუქტი და ჩაიბარა ახალი და უნაკლო დაუზიანებელ მდგომარეობაში.
  • მომხმარებელს პროდუქტი საკუთარი ძალებითა და პასუხისმგებლობით გააქვს შოურუმიდან.
  1. პროდუქტის შოურუმიდან წაუღებლობის ვადა და განაცხადის გაუქმება
  • განვადების წინასწარი განაცხადის დაფიქსირებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ პროდუქტის შოურუმიდან წაუღებლობის შემთხვევაში, წინასწარი განაცხადი/შეკვეთა შესაძლებელია გაუქმდეს.
  • აღნიშნულის შესახებ კომპანია ატყობინებს კლიენტს და შესაბამის ბანკს.
  • კომპანია არ ჩაერევა და არ აგებს პასუხს ბანკსა და კლიენტს შორის შემდგომში წარმოსაქმნელ კომუნიკაციაზე, ფინანსურ ანგარიშსწორებაზე, საბანკო პროცედურებსა და განვადების სრულად გაუქმების/რევერსის ტექნიკურ მხარეზე — აღნიშნული წარმოადგენს მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობის საგანს.
  1. პროდუქტის დაბრუნება
  • ვინაიდან პროდუქტის საბოლოო შერჩევა, დათვალიერება, მიღება და გარიგების დასრულება ხდება მომხმარებლის მიერ ფიზიკურ შოურუმში, უმიზეზო დაბრუნება არ არის გათვალისწინებული.
  • მხოლოდ პროდუქტის შეცვლის სურვილი, სხვა მოდელის ან ფერის არჩევის, ან სხვა მიზეზით, რომელიც არ უკავშირდება პროდუქტის დეფექტს ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საფუძველს, დაბრუნება არ ხდება.
  • პროდუქტის დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
  1. ტექნიკური დეფექტი და საგარანტიო მომსახურება
  • თუ პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში გამოვლინდა ტექნიკური დეფექტი, მომხმარებელმა ამის შესახებ კომპანიას უნდა აცნობოს დეფექტის აღმოჩენიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ელ. ფოსტაზე vizetgroup@gmail.com
  • დადასტურებული ტექნიკური დეფექტის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის შეკეთებას, ხოლო თუ დეფექტის შეკეთება შეუძლებელია — პროდუქტის შეცვლას შესაბამისი პროდუქტით.
  • საგარანტიო მომსახურება ხორციელდება საგარანტიო შეთანხმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
  1. გამოყენებული პროდუქტის დაბრუნება
  • თუ კონკრეტულ შემთხვევაში პროდუქტის დაბრუნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია და პროდუქტი მომხმარებლის მიერ გამოყენებულია, დაბრუნებისას გათვალისწინებული იქნება პროდუქტის გამოყენებით გამოწვეული ღირებულების შემცირება.
  • ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს დაეკისრება პროდუქტის გამოყენების შესაბამისი დღიური სარგებლობის საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება პროდუქტის გამოყენების ხანგრძლივობის, მდგომარეობისა და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
  • 50 კმ-ზე მეტი გარბენის მქონე ელექტრო სკუტერის დაბრუნების საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, პროდუქტის ფაქტობრივი მდგომარეობისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
  1. თანხის დაბრუნება
  • თუ პროდუქტის დაბრუნება/შეკვეთის გაუქმება კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებია, თანხის დაბრუნება განხორციელდება პროდუქტის კომპანიაში ფაქტობრივად დაბრუნებისა და მისი მდგომარეობის შესაბამისი შემოწმების შემდეგ.
  • დასაბრუნებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება კანონით დასაშვები შესაბამისი დაქვითვები, მათ შორის პროდუქტის გამოყენებით გამოწვეული ღირებულების შემცირება და შესაბამისი სარგებლობის საფასური.
  1. საბანკო განვადებით განხორციელებული შესყიდვის დაბრუნება
  • საბანკო განვადების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვის დაბრუნების შემთხვევაში, თუ დაბრუნება დასაშვებია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად, კომპანია დასაბრუნებელ თანხას ჩარიცხავს იმავე საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შესაბამისი თანხა კომპანიას ჩაერიცხა, შესაბამისი საბანკო პროცედურების გათვალისწინებით.
  • თუ დასაბრუნებელი თანხა ნაკლებია ბანკის წინაშე მომხმარებლის არსებულ დარჩენილ საკრედიტო ვალდებულებაზე, კომპანია არ არის ვალდებული დაფაროს აღნიშნული სხვაობა.
  • დარჩენილი საკრედიტო ვალდებულების დაფარვა წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და რეგულირდება მომხმარებელსა და ბანკს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
  • კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ აღებული განვადებიდან წარმოშობილ იმ ფინანსურ ვალდებულებაზე, რომელიც აღემატება პროდუქტის დაბრუნების შედეგად დასაბრუნებელ თანხას.
  1. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მომხმარებლის მიერ საგარანტიო შეთანხმებაზე/მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს, რომ მომხმარებელმა პროდუქტი პირადად შეარჩია, დაათვალიერა, შეამოწმა და ჩაიბარა შესაბამის მდგომარეობაში.
  • წინამდებარე პოლიტიკა არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს, რომლებიც მას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.
  • იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე პოლიტიკის რომელიმე დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, გამოიყენება კანონმდებლობით დადგენილი წესი.